saqarTvelos mdinareebi - Rorjomiswyali
ტერიტორიული ერთეულები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი 41°44`00` ჩ. გ. 42°17`40` ა. გ. |
შესართავი | აჭარისწყალი 41°39`25` ჩ. გ. 42°20`43` ა. გ. |
სიგრძე | 13.4 კმ |
აუზის ფართობი | 97 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,6 მ³/წმ |
სინონიმი: საციხური.
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2165 მ სიმაღლეზე. სიგრძე 13,4 კმ, აუზის ფართობი 97 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში, წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები შემოდგომაზე. ღორჯომისწყლის საშუალო წლიური ხარჯია 3,6 მ³/წმ.